1. ბადრაგირებისას დაკავებულის/პატიმრობაშეფარდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, საბადრაგო ჯგუფი ფაქტის შესახებ ატყობინებს უშუალო ხელმძღვანელს, რომელიც იძახებს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს დაკავებული/პატიმრობაშეფარდებული პირის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას. საბადრაგო ჯგუფის წევრები მოქმედებენ შესაბამისი სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადის მითითებების შესაბამისად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების დროულად გამოცხადება, უშუალო ხელმძღვანელი ინფორმაციას აცნობებს დეპარტამენტის სამედიცინო მომსახურების სამსახურს. საბადრაგო ჯგუფი, დეპარტამენტის სამედიცინო მომსახურების სამსახურთან შეთანხმებით, უზრუნველყოფს დაკავებულის/პატიმრობაშეფარდებულის სამედიცინო დაწესებულებაში ტრანსპორტირებას.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ფაქტების შესახებ ინფორმაციას შესაბამისი უშუალო ხელმძღვანელი პირველივე შესაძლებლობისთანავე აცნობებს დამკავებელ ორგანოს.