2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, უშუალო ხელმძღვანელი, შემდგომი მოქმედების განსაზღვრის მიზნით, ინფორმაციას აწვდის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს და მიღებულ რეკომენდაციებს გადასცემს საბადრაგო ჯგუფს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ ვერ მოხერხდა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-თან დაკავშირება, უშუალო ხელმძღვანელი საბადრაგო ჯგუფს შემდგომ მოქმედებასთან დაკავშირებით მითითებას აძლევს დამოუკიდებლად, არსებული ვითარებისა და საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინები