დაკავებულთა/პატიმრობაშეფარდებულთა საპირფარეშოში გაყვანა ხდება მათი თხოვნით, მხოლოდ სათითაოდ. საპირფარეშოში დაკავებულის/პატიმრობაშეფარდებულის გაყვანის წინ მოწმდება საპირფარეშო და დაკავებულს/პატიმრობაშეფარდებულს განემარტება გაყვანის წესი. საპირფარეშოსაკენ მსვლელობისას და უკან დაბრუნებისას წინ მიდის საბადრაგო ჯგუფის წევრი, ხოლო შემდეგ დაკავებული/პატიმრობაშეფარდებული, უკან – საბადრაგო ჯგუფის სხვა წევრი.
თავი V
ბადრაგირებისას დაკავებულის/პატიმრობაშეფარდებულის უფლებები და ვალდებულებები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის მიერ დაკავებულის/პატიმრობაშეფარდებულის ბადრაგირების წესის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 20.03.2026.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 20/03/2026.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება