2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეხვედრის მიმდინარეობისას, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, შეხვედრა შესაძლოა განხორციელდეს მთავარი სამმართველოს უფლებამოსილ მოსამსახურეთა თანდასწრებით.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეხვედრის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის რეკომენდაციის საფუძველზე, მაგრამ არაუმეტეს ერთ საათისა.

4. იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული ადმინისტრაციულპატიმრობაშეფარდებული პირი საჭიროებს სისტემატურ მომვლელს და სამედიცინო დაწესებულება ვერ უზრუნველყოფს მას მომვლელით, მომვლელად შეიძლება დაშვებულ იქნეს ახლო ნათესავი. ამ შემთხვევაში საჭიროა სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის რეკომენდაცია მომვლელის ყოლის აუცილებლობასთან დაკავშირებით.

5. მნახველი პირის ან მომვლელის ადმინისტრაციულპატიმრობაშეფარდებულ პირთან დაშვებისთვის აუცილებელია, ადმინისტრაციულპატიმრობაშეფარდებულმა პირმა განაცხადოს წერილობითი თანხმობა ამ პირთან შეხვედრაზე/ამ პირის მიერ მოვლის განხორციელებაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ადმინისტრაციულპატიმრობაშეფარდებული პირი იმყოფება უგონო მდგომარეობაში.

6. ამ მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული პირები ვალდებული არიან განცხადებით მიმართონ დეპარტამენტის დირექტორს. განცხადებას თან უნდა დაერთოს:

ა) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ფოტოსურათით;

ბ) დაკავებულთან/ადმინისტრაციულპატიმრობაშეფარდებულთან ახლო ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პასპორტი, მოქალაქის პირადობის, მართვის, ქორწინების, დაბადების მოწმობები ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოთა საბუთები) ან სამედიცინო დაწესებულებაში მოხვედრამდე 1 წლის განმავლობაში თანაცხოვრების და საერთო მეურნეობის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტი (სახელმწიფო/მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს, სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული ან/და სანოტარო წესით დამოწმებული შესაბამისი დოკუმენტი);

გ) შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის/მკურნალი ექიმის რეკომენდაცია.

7. დეპარტამენტის დირექტორი განიხილავს ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

8. ახლო ნათესავთან შეხვედრის უფლება ადმინისტრაციულპატიმრობაშეფარდებული პირის წერილობითი თხოვნის საფუძველზე შესაძლოა შეიცვალოს სატელეფონო საუბრით, რომლით სარგებლობის დრო არ უნდა აღემატებოდეს 10 (ათ) წუთს.

9. ადმინისტრაციულპატიმრობაშეფარდებულის მონახულებასთან და სატელეფონო საუბრის  უფლებით სარგებლობასთან დაკავშირებით ივსება დაკავებულის/ადმინისტრაციულპატიმრობაშეფარდებულის სამედიცინო დაწესებულებაში მონახულების ან/და სატელეფონო საუბრის აღრიცხვის ფურცელი (დანართი №5), რომელიც თან ერთვის ბადრაგირების ფურცელ