ა) არ დატოვოს მუდმივი ვიზუალური მეთვალყურეობის გარეშე დაკავებული/პატიმრობაშეფარდებული, რომლის გაყვანა/გადაყვანა ან დაცვა ევალება;
ბ) დაკავებული/პატიმრობაშეფარდებული პირის სატრანსპორტო საშუალებაში მოთავსების წინ შეამოწმოს კავშირის, კარის, საკეტების და განათების საშუალებების გამართულობა, დარწმუნდეს განთავსების ადგილზე უცხო საგნების არარსებობაში;
გ) დააკვირდეს დაკავებული/პატიმრობაშეფარდებული პირის ქცევას, არ მისცეს მას ნება იხმაუროს, იყოს კარის გისოსებთან, დაფაროს განთავსების შიდა ნაწილი;
დ) ჩასხდომის წინ დაათვალიეროს დაკავებული/პატიმრობაშეფარდებული პირი და მისი განთავსების ადგილი;
ე) შეაფასოს დაკავებულის/პატიმრობაშეფარდებულის მიერ მოსალოდნელი გაქცევის რისკები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება;
ვ) პერიოდულად, სამსახურებრივი ტელეფონის ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით, მოახსენოს უშუალო ხელმძღვანელს არსებული ვითარების შესახე