ა) არ დატოვონ მუდმივი ვიზუალური მეთვალყურეობის გარეშე ბრალდებული/მსჯავრდებული, რომლის გაყვანა/გადაყვანა ან დაცვა ევალება ყოფნის სხვა ადგილებში;

ბ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სატრანსპორტო საშუალებაში მოთავსების წინ შეამოწმონ კარებების, საკეტების, კავშირის და განათების საშუალებების გამართულობა, დარწმუნდნენ განთავსების ადგილებში უცხო საგნების არარსებობაში;

გ) ბრალდებულები/მსჯავრდებულები განათავსონ ჯგუფის უფროსის მითითებით, ხმამაღალი დათვლით და დაკეტონ კარები საკეტით;

დ) აწარმოონ დაკვირვება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ქცევაზე, არ მისცენ მათ ნება იხმაურონ, მოწიონ, იყვნენ კარების გისოსებთან, დაფარონ განთავსების შიგნითა ნაწილი;

ე) კარების გასაღებად დაუშვან მხოლოდ ჯგუფის უფროსი ან მის მიერ განსაზღვრული მოსამსახურე;

ვ) ჩასხდომის წინ დაათვალიერონ ბრალდებულები/მსჯავრდებულები და მათი განთავსების ადგილები და შედეგები მოახსენონ ჯგუფის უფროსს;

ზ) შეაფასონ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ მოსალოდნელი გაქცევის რისკები და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება;

თ) პერიოდულად, სამსახურებრივი ტელეფონის მეშვეობით მოახსენოს თავის ხელმძღვანელობას არსებული ვითარების შესახე