2. საბადრაგო ჯგუფის რიცხოვნობისა და შესასრულებელი სამუშაოს მიხედვით, საბადრაგო სამმართველოს შტაბის მიერ შეიძლება დამატებით განისაზღვროს პირები, რომლებსაც მიეცემათ მობილური ტელეფონით სარგებლობის უფლება.

3. საბადრაგო ჯგუფის უფროსი, სატრანსპორტო საშუალების მძღოლი და სხვა უფლებამოსილი საბადრაგო ჯგუფის წევრი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სარგებლობენ მხოლოდ სამინისტროს ბალანსზე რიცხული მობილური ტელეფონებით და სამსახურებრივი (კორპორატიული) ნომრებით. საბადრაგო ჯგუფის უფროსს უფლება აქვს თან იქონიოს მობილური ტელეფონი დაწესებულებაში ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიღებისას/გადაცემისას.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნულ პირებს ეკრძალებათ პირადი ზარების განხორციელება. მობილური ტელეფონიდან ზარები უნდა განხორციელდეს მხოლოდ სამსახურებრივი მიზნით.

5. მობილური ტელეფონის სხვა პირისათვის გადაცემა აკრძალული