2. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ, სპეციალურ საკნებში მოთავსებისას ვალდებულია დაიცვას ამ წესის 24-ე მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები.

3. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სპეციალურ საკნებში მოთავსებიდან სასამართლო სხდომის დარბაზამდე მიყვანა/გამოყვანა ხდება თითოეულ ბრალდებულზე/მსჯავრდებულზე პასუხისმგებელი საბადრაგო ჯგუფის წევრის მიერ, რასაც ჯგუფის უფროსი აფიქსირებს უწყისში (დანართი N2ა ).

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საბადრაგო ჯგუფის წევრები უზრუნველყოფენ მათი პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფი ბრალდებულების/მსჯავრდებულების მიყვანასა და გამოყვანას  სასამართლო სხდომის დარბაზამდე, აგრეთვე სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას უზრუნველყოფენ მის პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფი ბრალდებულის/მსჯავრდებულის უსაფრთხოებას.

5. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთვევებში და დადგენილი წესით ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საბადრაგო ჯგუფის წევრები უფლებამოსილი არიან გამოიყენონ პატიმრობის კოდექსის 571 და 572 მუხლებით განსაზღვრული საშუალებები.

თავი III

საჰაერო ბადრაგირე