1. „ბრალდებულის/მსჯავრდებულის განსაკუთრებით მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის შემთხვევაში, მკურნალი ექიმის რეკომენდაციით, დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით, ხოლო ბრალდებულის შემთხვევაში დამატებით პროკურორის ან გამომძიებლის თანხმობით, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოსანახულებლად შესაძლებელია დაშვებულ იქნას პატიმრობის კოდექსის 172 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული პირი 30 წუთის ხანგრძლივობით. ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან მონახულების მიზნით ერთდროულად ყოფნის უფლება აქვთ 1 სრულწლოვან და 2 არასრულწლოვან პირს. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მონახულება ხორციელდება საბადრაგო ჯგუფის წარმომადგენლის თანდასწრებით.
2. ამ მუხლით პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეხვედრის მიმდინარეობისას, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, შეხვედრა შესაძლოა განხორციელდეს საბადრაგო სამმართველოს მოსამსახურეთა თანდასწრებით.