მუხლი 57🔗
იმ შემთხვევაში, თუ საერთო პროფილის საავადმყოფოში მოთავსებული ბრალდებული/მსჯავრდებული საჭიროებს სისტემატიურ მომვლელს და სამედიცინო დაწესებულება ვერ უზრუნველყოფს მას მომვლელით, მომვლელად შეიძლება დაშვებულ იქნეს პატიმრობის კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული პირი. ასეთ შემთხვევაში, საჭიროა სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის რეკომენდაცია მომვლელის ყოლის აუცილებლობასთან დაკავშირებით და დეპარტამენტის დირექტორის თანხმობა, ხოლო ბრალდებულის შემთხვევაში დამატებით - პროკურორის ან გამომძიებლის თანხმობ