2. თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მნახველ პირს ან მომვლელს განზრახული აქვს სამედიცინო დაწესებულებაში შეიტანოს სავარაუდო კანონსაწინააღმდეგო ნივთი, მთავარი სამმართველოს უფლებამოსილი პირი მას განუცხადებს, რომ შესვლის უფლება მიეცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი თანხმობას განაცხადებს კუთვნილი ნივთებისა და ტანსაცმლის შემოწმებაზე. შემოწმების შედეგად გადამალული სავარაუდო კანონსაწინააღმდეგო ნივთის აღმოჩენისას მთავარი სამმართველოს უფლებამოსილი მოსამსახურის მიერ პირი დროებით შეჩერდება და მასზე განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
საბადრაგო ჯგუფის წევრების ვალდებულებე