2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ სხვა საშუალებით შეუძლებელია საფრთხის თავიდან აცილება.

3. საბადრაგო ჯგუფის წევრი, ბადრაგირებისას თავდასხმის, თავდასხმის მცდელობის, გაქცევის ან გაქცევის მცდელობის, აგრეთვე სხვა ისეთი ქმედების შესახებ, რომელიც საფრთხეს უქმნის დაკავებულის/პატიმრობაშეფარდებულის ან სხვა პირის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას და მართლწესრიგს, დაუყოვნებლივ აცნობებს უშუალო ხელმძღვანელს; უშუალო ხელმძღვანელი კი − დაკავებული/პატიმრობაშეფარდებული პირის დამკავებელ ორგანოს, საქართველოს პროკურატურას და სამინისტროს გენერალურ ინსპექცია