2. სპეციალური საშუალებების გამოყენება ხორციელდება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის (შემდგომში - დეპარტამენტი) დაქვემდებარებაში არსებულ პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების დაწესებულებებში (შემდგომში – დაწესებულება), აგრეთვე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანისას, თავდასხმისას, გაქცევისას ან გაქცევის მცდელობისას (გარე აკრძალულის ზოლიდან 5 კმ. რადიუსის მანძილზე).
3. ამ ბრძანებით დადგენილი წესით სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლება აქვთ:
ა) დაწესებულების მოსამსახურეს ან დაწესებულების მოსამსახურეებისაგან შემდგარ ჯგუფს;
ბ) დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს მოსამსახურეებისაგან შემდგარ საბადრაგო ჯგუფს ან კოლონას;
გ) დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების მთავარი სამმართველოს მოსამსახურეებისაგან შემდგარ ჯგუფ