ა) ხელბორკილი;
ბ) დამაწყნარებელი პერანგი;
გ) დამაწყნარებელი სკამი;
დ) დამაწყნარებელი საწოლი;
ე) რეზინის ხელკეტი;
ვ) ცრემლსადენი გაზი;
ზ) წიწაკის გაზი;
თ) არალეტალური იარაღი;
ი) აკუსტიკური საშუალება;
კ) ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობა;
ლ) წყალსატყორცნი;
მ) სასამსახურო ძაღლი.
2. სპეციალური საშუალება გამოიყენება უსაფრთხოების უკიდურესი ღონისძიების სახით იმ შემთხვევაში, როდესაც სხვა საშუალება არაეფექტურია. სპეციალური საშუალების გამოყენება უნდა იყოს წარმოქმნილი საფრთხის პროპორციული, რომელიც ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად უფრო ნაკლებ ზიანს მიაყენებს აღნიშნული ღონისძიების ადრესატს.
3. სპეციალური საშუალებების გამოყენება, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ - „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებებისა, ასევე დასაშვებია დაწესებულებაზე გარედან თავდასხმის მოსაგერიებლად.
4. დაუშვებელია სპეციალურ საშუალებათა ისეთი ფორმით გამოყენება, რომელიც იწვევს ბრალდებულის/მსჯავრდებულის პატივისა და ღირსების შელახვას.
5. დაუშვებელია სპეციალური საშუალებების ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასჯის მიზნით გამოყენება.
6. ამ წესის მიზნებისათვის არალეტალურ იარაღად ჩაითვლება რეზინის ტყვია, საღებავის სასროლი, სასროლი ბადე, კვამლმდენ