2. დაწესებულების ექიმი უფლებამოსილია გასცეს წერილობითი რეკომენდაცია ამ მუხლით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებების გამოყენების მიზანშეუწონლობასთან ან შეწყვეტასთან დაკავშირებით.

3. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევის არსებობისას, რეკომენდაცია შეიძლება გაიცეს ზეპირი ფორმითაც.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში დაწესებულების  ექიმი ვალდებულია ზეპირად გაცემული რეკომენდაცია გონივრულ ვადაში გააფორმოს წერილობით.

5. დამაწყნარებელი პერანგის ჩაცმის შემდეგ, ბრალდებულის/მსჯავრდებულის ხელები გადაიწევა უკან ზურგის მხარეს. დამაწყნარებელი პერანგის ჩაცმის შემდეგ ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს დამოუკიდებლად გადაადგილების შესაძლებლობა. ბრალდებულის/მსჯავრდებულის დაწოლა ლეიბზე უნდა მოხდეს სახით ზემო