2. სპეციალური საშუალების გამოყენებაზე უფლებამოსილი პირის მიერ წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, როგორც წესი, არ გამოიყენება ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებები, გარდა ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის  „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებისა.

3. სპეციალური საშუალებების გამოყენებისას შეძლებისდაგვარად უნდა იქნას გათვალისწინებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა და აშკარად გამოკვეთილი ფიზიკური  შეზღუდული შესაძლებლობები.

4.  აკრძალულია დაწესებულებაში ან ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაყვანა/გადაყვანისას ისეთი სპეციალური საშუალების გამოყენება, რომელიც ადამიანის მძიმე დასახიჩრებას იწვევს, დაკავშირებულია გაუმართლებელ რისკთან ან იკრძალება საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და საერთაშორისო აქტებით.

5. წიწაკის გაზის გამოყენება დასაშვებია უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„ვ“ და  „თ“–„მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებების გამოყენება არაეფექტიანია არსებული საფრთხის აღმოსაფხვრელად. დაუშვებელია წიწაკის გაზის გამოყენება დახურულ სივრცეში, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში და იმ პირის მიმართ ვინც უკვე იმყოფება შესაბამისი უფლებამოსილი პირის კონტროლის ქვე