1. მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები და გოგონები მრავალგვარი დისკრიმინაციის საფრთხის ქვეშ იმყოფებიან და, ამასთან დაკავშირებით, იღებენ ზომებს მათი უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა სრული და თანაბარი უზრუნველყოფისათვის.

2. მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ ყველა შესაბამისი ზომა ქალთა ყოველმხრივი განვითარების, წინსვლის, დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისა და წინამდებარე კონვენციით მათთვის მინიჭებული უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა გარანტირებისათვი