1. მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ ყველა შესაბამისი ზომა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მიერ ადამიანის უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა რეალიზებისათვის, სხვა ბავშვების თანასწორად.

2. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან დაკავშირებულ ნებისმიერ ქმედებაში, უპირველეს ყოვლისა, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბავშვის უზენაესი ინტერესები.

3. მონაწილე სახელმწიფოებმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის, სხვა ბავშვების თანასწორად, უნდა უზრუნველყონ აზრის თავისუფლად გამოხატვის საშუალება მათთვის მნიშვნელოვან ყველა საკითხზე, მათი ასაკისა და მოწიფულობის გათვალისწინებით; აღნიშნული უფლების რეალიზებისათვის ისინი უზრუნველყოფილი უნდა იქნენ  შეზღუდულობისა და ასაკის შესაბამისი დახმარები