1. მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ, რომ  ყოველი პიროვნება თანასწორია კანონის წინაშე და კანონის ძალით; ყველას ერთნაირად, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე აქვს უფლება, იყოს დაცული და ისარგებლოს კანონით.

2. მონაწილე სახელმწიფოები კრძალავენ შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე აღმოცენებულ დისკრიმინაციას და უზრუნველყოფენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარ და ეფექტურ იურიდიულ დაცვას ყოველგვარი დისაკრიმინაციისაგან.

3. თანასწორუფლებიანობის ხელშეწყობისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით, მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ყველა შესაბამის ზომას გონივრული მისადაგების უზრუნველყოფისათვის.

4. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ფაქტობრივი თანასწორუფლებიანობის მიღწევისა და დაჩქარებისათვის მიღებული კონკრეტული ზომები, წინამდებარე კონვენციით, არ განიხილება როგორც დისკრიმინაცი