1. მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ვალდებულებას მიიღონ გადაუდებელი, ეფექტური და შესაბამისი ზომები, რათა:
a. აამაღლონ საზოგადოების ცნობიერება, მათ შორის ოჯახის დონეზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მიმართებაში; ხელი შეუწყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ღირსების პატივისცემას;
b. ებრძოლონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მიმართებაში, ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, მათ შორის სქესსა და ასაკზე დაფუძნებულ სტერეოტიპებს, ცრურწმენებსა და ზიანის მომტან ჩვევებს.
c. პოპულარიზაცია გაუწიონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პოტენციალსა და წვლილს.
2. ამ მიზნით მიღებული ზომები მოიცავს:
a. საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების ეფექტური კამპანიის ინიციირება და განხორციელება, რომლის მიზანია:
i) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისადმი პატივიცემის გრძნობის ჩამოყალიბება;
ii) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მიმართებაში პოზიტიური განწყობისა და გააზრებული სოციალური ცნობიერების ჩამოყალიბების ხელშეწყობა;
iii) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უნარ-ჩვევების, ღირსებებისა და შესაძლებლობების, ასევე სამუშაო ადგილებსა და შრომით ბაზარზე მათი წვლილის აღიარების ხელშეწყობა;
b. განათლების სისტემის ყველა საფეხურზე, მათ შორის მცირეწლოვან ბავშვებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისადმი პატივისცემის გრძნობის ჩამოყალიბების ხელშეწყობა.
c. მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მხარდაჭერა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა წინამდებარე კონვენციასთან შესაბამისობაში მყოფი სახის წარმოსაჩენად.
d. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან და მათ უფლებებთან დაკავშირებული საგანმანათლებლო-აღმზრდელობითი პროგრამების პოპულარიზაცი