1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრებისა და ცხოვრების ყველა სფეროში მათი სრულყოფილი მონაწილეობისათვის, მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ შესაბამისი ზომები, რათა უზრუნველყონ ფიზიკური გარემოს, ტრანსპორტის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, მათ შორის, ინფორმაციისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და სისტემების, ასევე სხვა, საზოგადოებისათვის ღია ობიექტებისა და მომსახურების თანაბარი მისწავდომობა როგორც ქალაქის, ასევე სოფლის პირობებში. აღნიშნული ზომები, რომელიც მოიცავენ არსებული წინააღმდეგობებისა და ბარიერების გამოვლენა-აღმოფხვრას, შეეხება:

a. შენობა-ნაგებობებს, გზებს, ტრანსპორტს, შიდა და გარე ობიექტებს, სკოლებს, საცხოვრებელ სახლებს, სამედიცინო დაწესებულებებსა და სამუშაო ადგილებს;

b. ინფორმაციას, კომუნიკაციასა და სხვა სამსახურებს, ელექტრონულ და სასწრაფო-საავარიო სამსახურებს;

2. მონაწილე სახელმწიფოები ასევე იღებენ ზომებს, რათა:

a. შეიმუშაონ,  დანერგონ და მონიტორინგი გაუწიონ მოსახლეობისათვის ღია ობიექტებსა და მომსახურებებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მისაწვდომობის მინიმალური სტანდარტებისა და სახელმძღვანელო ორიენტირების რეალიზებას;

b. უზრუნველყონ მოსახლეობისათვის ღია ობიქტებისა და მომსახურების ყველა კერძო საწარმოს მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მისაწვდომობის ყველა ასპექტის გათვალისწინება;

c. უზრუნველყონ დაინტერესებული პირებისათვის ტრენინგების ჩატარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მისაწვდომობის საკითხებზე;

d. უზრუნველყონ მოსახლეობისათვის ღია ყველა შენობასა და სხვა ობიექტებში, აბრების ბრაილის ნიშნებით, მარტივად წასაკითხი და გასაგები სახით გამოსახვა;

e. მოსახლეობისათვის ღია ობიექტებისა და მომსახურებების მისაწვდომობისათვის, უზრუნველყონ ისეთი დამხმარე პერსონალისა და მედიატორთა დახმარება, როგორიცაა თანმხლები პირი, წამკითხველი, პროფესიონალი სურდო- თარჯიმანი;

f. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ინფორმაციის მისწვდომობის უზრუნველსაყოფად განავითარონ დახმარების სხვა შესაბამისი ფორმები;

g. ხელი შეწყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ახალი ინფორმაციის, საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და სისტემების, მათ შორის, ინტერნეტის მისაწვდომობას;

h. საწყის ეტაპზევე უზრუნველყონ მისაწვდომი ინფორმაციის, საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და სისტემების დაგეგმვა, განვითარება, წარმოება და გავრცელება და ამ ტექნოლოგიებითა და სისტემებით მინიმალური დანახარჯებით სარგებლობ