1. მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა სხვებთან თანასწორობის საფუძველზე:

a. ისარგებლონ პიროვნების თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლებით;

b. არ აღეკვეთოთ თავისუფლება უკანონოდ ან თვითნებურად; თავისუფლების ნებისმიერი აღკვეთა უნდა მოხდეს კანონის დაცვით, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობა არანაირ შემთხვევაში არ უნდა გახდეს თავისუფლების აღკვეთის მიზეზი.

2. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის თავისუფლების აღკვეთის შემთხვევაში, მონაწილე სახელმწიფოები მათ უზრუნველყოფენ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული თანაბარი გარანტიებით და მათდამი მოპყრობაში გამოიყენებენ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებულ პრინციპებს, გონივრული მისადაგების უზრუნველყოფის ჩათვლი