1. მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ყველა შესაბამის საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ, სოციალურ, საგანმანათლებლო და სხვა ზომებს, რათა უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვა ექსპლუატაციის, ძალადობისა და შეურახცყოფისაგან, მათ შორის, სქესობრივი დისკრიმინაციის ჩათვლით, როგორც შინ, ასევე გარეთ.

2. მონაწილე სახელმწიფოები ასევე იღებენ ყველა შესაბამის ზომას, რათა უზრუნველყონ ექსპლუატაციის, ძალადობისა და შეურაცხყოფის ყველა ფორმის პრევენცია. კერძოდ, უზრუნველყოფილი უნდა იქნას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, მათი ოჯახის წევრებისა და მომვლელების დახმარება და მხარდაჭერა ასაკისა და სქესის გათვალისწინებით, მათ შორის ექსპლუატაციის, ძალადობისა და შეურაცხყოფის შემთხვევების გამოვლენის, თავიდან აცილებისა და გახმაურების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისა და განათლების ჩათვლით. მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ დაცვის სამსახურების მიერ ასაკის, სქესის და შეზღუდული შესაძლებლობის გათვალისწინებას.

3. ნებისმიერი სახის ექსპლუატაციის, ძალადობისა და შეურაცხყოფის თავიდან აცილების მიზნით, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურებისათვის შექმნილი ყველა პროგრამისა და მოწყობილობის ეფექტურ მონიტორინგს დამოუკიდებელი უწყებების მიერ.

4. მონაწილე სახელმწიფოები ასევე იღებენ ყველა შესაბამის ზომას, მათ შორის დაცვის სამსახურების ჩათვლით, რათა ხელი შეუწყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე იმ პირთა ფიზიკურ, შემეცნებით, ფსიქოლოგიურ გამოჯანმრთელებას, რეაბილიტაციასა და სოციალურ რეინტეგრაციას, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო გახდნენ ექსპლუატაციის, ძალადობისა და შეურაცხყოფის მსხვერპლნი. ასეთი სახის რეაბილიტაცია და გამოჯანმრთელება უნდა ხდებოდეს გარემოში, რომელიც ხელს უწყობს პიროვნებაში ჯანმრთელობის, კეთილდღეობის, თვითპატივისცემის, ღირსებისა და დამოუკიდებლობის განმტკიცებას ასაკობრივ-სქესობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით.

5.  მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ეფექტურ, მათ შორის ქალებსა და ბავშვებზე ორიენტირებულ კანონმდებლობასა და სტრატეგიებს, რათა უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ექსპლუატაციის, ძალადობისა და შეურაცხყოფის შემთხვევათა გამოვლენა, გამოძიება და საჭიროების შემთხვევაში კანონით დასჯ