1. მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ეფექტურ ზომებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინდივიდუალური მობილურობისა და მაქსიმალური დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად, მათ შორის:

a. ხელს უწყობენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინდივიდუალურ მობილურობას, მათ მიერ არჩეული გადაადგილების საშუალებითა და დროში, მათთვის მისაწვდომ ფასებში;

b. ხელს უწყობენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის გადაადგილების საშუალებების, მოწყობილობებისა და დამხმარე ტექნოლოგიების, ასევე დამხმარეთა და შუამავალთა ზომიერ ფასში მისაწვდომობას;

c. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის და მათთან მომუშავე სპეციალისტებისათვის მობილურობის უნარ-ჩვევების სწავლებას;

d. გადაადგილების დამხმარე საშუალებების, მოწყობილობისა და დამხმარე ტექნოლოგიების მწარმოებელი ორგანიზაციების მხარდაჭერას, მათ მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მობილურობის ყველა ასპექტის გათვალისწინებისათვი