1. მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თავისუფალი გადაადგილების, საცხოვრებელი ადგილისა და მოქალაქეობის არჩევის თანაბარ უფლებას, მათ შორის უზრუნველყოფენ:

a. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებას მიიღონ ან შეიცვალონ მოქალაქეობა; იცავენ მათ მოქალაქეობის თვითნებური ან შეზღუდული შესაძლებლობის გამო ჩამორთმევისაგან;

b. შეზღუდული შესაძლებლობის გამო, მოქალაქეობის ან პიროვნების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის მიღების, ფლობის, სარგებლობის, თავისუფალი გადაადგილების უფლების რეალიზებისათვის საჭირო საემიგრაციო პროცედურებით სარგებლობის უფლების ჩამორთმევისაგან დაცვას;

c. ნებისმიერი, მათ შორის საკუთარი ქვეყნის თავისუფლად დატოვების უფლებით;

d. საკუთარ ქვეყანაში შესვლის უფლების თვითნებური, ან შეზღუდული შესაძლებლობის გამო ჩამორთმევისაგან დაცვას;

2. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები დაბადებისთანავე უნდა იქნენ გატარებული რეგისტრაციაში; დაბადების მომენტიდანვე მათ ენიჭებათ უფლება სახელსა და მოქალაქეობაზე, ასევე შესაძლებლობის ფარგლებში აქვთ უფლება ფლობდნენ ინფორმაციას მშობლების შესახებ და სარგებლობდნენ მათი მზრუნველობი