1. მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ მართლმსაჯულების ეფექტურ მისაწვდომობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის, იმ პროცესუალური და ასაკთან შესაბამისი კორექტივების გათვალისწინებით, რომელიც ხელს უწყობს მათ მიერ პირდაპირი და არაპირდაპირი მონაწილის როლის ეფექტურად განხორციელებას, მათ შორის, მოწმის სახით, იურიდიული პროცედურების ყველა საფეხურზე, გამოძიებისა და საქმეთა წარმოების სხვა საწყისი საფეხურების ჩათვლით.

2. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მართლმსაჯულების ეფექტური მისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის, მონაწილე სახელმწიფოები ხელს უწყობენ სამართლის ადმინისტრირების სფეროში მომუშავე, მათ შორის პოლიციისა და ციხის პერსონალის შესაბამის განათლება