1. მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ეფექტურ და შესაბამის ზომებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად, ქორწინებასთან, ოჯახთან, მშობლის ფუნქციებთან და პირად ურთიერთობებთან დაკავშირებულ ყველა საკითხთან მიმართებაში, რათა უზრუნველყოფილ იქნეს:

a. ქორწინების ასაკში მყოფი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა პირთა უფლება ქორწინებასა და ოჯახის შექმნაზე, მეუღლეთა თავისუფალი არჩევანისა და გაცნობიერებული თანხმობის საფუძველზე;

b. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლება, მიიღონ თავისუფალი და საპასუხისმგებლო  გადაწყვეტილება შვილების რაოდენობასა და მათ დაბადებას შორის ინტერვალზე, ასევე მათი ასაკისათვის შესაფერისი ინფორმაცია და განათლება რეპროდუქციულ, ოჯახის დაგეგმვის საკითხებზე. მონაწილე სახელმწიფოები შესაბამის დამხარებას უწევენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ამ უფლებათა რეალიზებაში;

c. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, მათ შორის ბავშვების მიერ ფერტილობის შენარჩუნების უფლება, სხვებთან თანასწორობის საფუძველზე.

2. მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლება-მოვალეობებს მეურვეობის, მზრუნველობის, შვილად აყვანისა და სხვა მსგავს ინსტიტუტებთან მიმართებაში იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი ცნებები გათვალისწინებულია ადგილობრივი კანონმდებლობით. ნებისმიერ შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ბავშვის ინტერესებს. მონაწილე სახელმწიფოები შესაბამის დახმარებას უწევენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ბავშვების აღზრდასა და მშობლის როლის შესრულებაში.

3. მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ოჯახში ცხოვრების უფლებას სხვებთან  თანასწორობის საფუძველზე. ამ უფლების რეალიზების, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების დამალვის, მიტოვების, უარყოფის ან სეგრეგაციის თავიდან აცილებისათვის, მონაწილე სახელმწიფოები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებსა და მათ ოჯახებს წინასწარ უზრუნველყოფენ ამომწურავი ინფორმაციით, მომსახურებითა და დახმარებით.

4. მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები არ იქნენ დაშორებული მშობლებისაგან მათი სურვილის წინააღმდეგ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სასამართლოს დაქვემდებარებული კომპეტენტური ორგანოები, შესაბამისი კანონებისა და პროცედურების საფუძველზე, მიიღებენ გადაწყვეტილებას ბავშვის უპირატესი ინტერესებიდან გამომდინარე.  ბავშვები არანაირი პირობით არ შეიძლება დაშორებულ იქნენ მშობლებისაგან თავად მათი, ერთ-ერთი ან ორივე მშობლის შეზღუდული შესაძლებლობის გამო.

5. იმ შემთხვევაში, როდესაც ოჯახი ვერ ახერხებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვზე მზრუნველობას, მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ვალდებულებას, მიიღონ ყველა ზომა ალტერნატიული ზრუნვის ორგანიზებისათვის, შედარებით შორეული სანათესაოს ჩართვით, ხოლო ასეთი შესაძლებლობის არარსებობის შემთხვევაში კი, ოჯახურ გარემოსთან მიახლოვებული გარემოს შექმნი