1. მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებას განათლებაზე. ამ უფლების დისკრიმინაციის გარეშე და თანაბარ პირობებში რეალიზებისათვის, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ ინკლუზიური განათლების სისტემის დანერგვასა და მთელი ცხოვრების მანძილზე განათლების მიღების მისაწვდომობას, რაც ემსახურება:

a. პიროვნების პოტენციალის სრულ გამოვლენას, ღირსებისა და საკუთარი თავის პატივისცემის გაღვივებას, ადამიანის უფლებების, ძირითადი თავისუფლებებისა და ადამიანთა მრავალფეროვნების პატივისცემის განმტკიცებას;

b. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ საკუთარი პიროვნების, ნიჭისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და გონებრივი თუ ფიზიკური შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოვლენას;

c. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უზრუნველყოფა თავისუფალ საზოგადოებაში ეფექტური ჩართვის შესაძლებლობით.

2. აღნიშნული უფლების რეალიზებისათვის, მონაწილე ქვეყნები უზრუნველყოფენ, რომ:

a. არ მოხდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების გარიყვა ზოგადი განათლების სისტემიდან შეზღუდული შესაძლებლობის გამო; ამავე მიზეზით არ მოხდეს მათი გათიშვა დაწყებითი ან საშუალო სავალდებულო უფასო განათლების სისტემიდან;

b. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის თანაბრად მისაწვდომი იყოს ინკლუზიური, ხარისხიანი და უფასო დაწყებითი და საშუალო განათლება მათი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

c. უზრუნველყოფილი იქნა გონივრული ჩართულობა ინდივიდუალური მოთხოვნების გათვალისწინებით;

d. ეფექტური განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები იღებდნენ საჭირო დახმარებას ზოგადი განათლების სისტემის ფარგლებში;

e. სრული ინკლუზიის მიზნით, აკადემიური და სოციალური განვითარების მაქსიმალურად ხელშემწყობ გარემოში, უზრუნველყოფილი იქნას ეფექტური ინდივიდუალური დამხმარე ზომები.

3. განათლებისა პროცესსა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრული და თანაბარი მონაწილეობის გაადვილების მიზნით, მონაწილე სახელმწიფოები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს  უზრუნველყოფენ ცხოვრებისა და სოციალიზაციის უნარ-ჩვევების დაუფლების შესაძლებლობით, მათ შორის:

a.  ხელს უწყობენ ბრაილის, ალტერნატიული შრიფტების, გამაძლიერებელი და ალტერნატიული მეთოდების, ურთიერთობის ხერხებისა და ფორმატების, ასევე ორიენტაციისა და მობილურობის უნარ-ჩვევების ათვისებას, თანატოლთა მხრიდან მხარდაჭერასა და დამრიგებლობას;

b. ხელს უწყობენ ჟესტების ენისა შესწავლასა და სმენის შეზღუდვის მქონე  პირთა ლინგვისტურ თვითმყოფადობას;

c. უზრუნველყოფენ, რომ უსინათლო, ყრუ და უსინათლო-ყრუ ადამიანების, მათ შორის ბავშვების განათლება ხორციელდებოდეს ინდივიდისათვის შესაფერისი იმ საკომუნიკაციო ენების, მეთოდებისა და ხერხების საშუალებით, რომელიც მაქსიმალურად უწყობს ხელს ცოდნის ათვისებასა და სოციალურ განვითარებას.

4. აღნიშნული უფლების რეალიზების უზრუნველსაყოფად, მონაწილე სახელმწიფოები იღებენ შესაბამის ზომებს სწავლების პროცესში ჟესტების ენის და/ან ბრაილის ანბანის მცოდნე,  მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პედაგოგების ჩასართავად, რომლებიც ასევე მოამზადებენ განათლების ყველა საფეხურზე მომუშავე პედაგოგებსა და პერსონალს. ასეთი მომზადება მოიცავს შეზღუდული შესაძლებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარებას კომუნიკაციის გამაძლიერებელი, ალტერნატიული მეთოდების, საშუალებებისა და ფორმატების, სასწავლო ტექნიკისა და მასალების გამოყენებით.

5. მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ზოგადი უმაღლესი, პროფესიული, უფროსებისათვის განკუთვნილი კურსებისა და უწყვეტი განათლების თანაბარ მისაწვდომობას ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. აღნიშნული მიზნით, მონაწილე ქვეყნები უზრუნველყოფენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გონივრულ ჩართულობა