მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პოლიტიკურ უფლებებს, ამ უფლებებით სარგებლობის თანაბარ შესაძლებლობებს და ვალდებულებას იღებენ:

a. უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში თანაბარი, ეფექტური და სრულყოფილი მონაწილეობა, უშუალოდ ან თავისუფლად არჩეული წარმომადგენლების საშუალებით, რაც გულისხმობს  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებას ხმა მისცენ და კენჭი იყარონ (არჩეული იქნენ). ამისათვის სხვა ზომებთან ერთად:

i. უზრუნველყოფენ საარჩევნო პროცედურების, საშუალებებისა და მასალების მისაწვდომ, მარტივად გასაგებ და გამოსაყენებელ ფორმატს;

ii. იცავენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ არჩევნებისა და სახალხო რეფერენდუმების ფარულ კენჭისყრაში დაფარული, დაშინებისაგან თავისუფალი გზით მონაწილეობის, ასევე არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის დაყენების, სახელმწიფო მმართველობის ყველა დონეზე თანამდებობის დაკავებისა და საჯარო ფუნქციების შესრულების უფლებას, საჭიროების შემთხვევაში დამხმარე და ახალი ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობით;

iii. უზრუნველყოფენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, როგორც ამომრჩეველთა, თავისუფალი ნების გამოხატვას და ამასთან დაკავშირებით, საჭიროების შემთხვევაში მათი თხოვნის საფუძველზე, მათ მიერ არჩეული პირის დახმარებას კენჭისყრის პროცედურაში..

b.  აქტიურად უჭერენ მხარს ისეთი გარემოს შექმნას, სადაც უზრუნველყოფილი იქნება     შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სახელმწიფო საქმეთა მართვაში სრული, ეფექტური, თაბანარი და ყოველგვარი დისკრიმინაციისაგან თავისუფალი მონაწილეობა; ხელს უწყობენ მათ სახელმწიფო საქმეებში მონაწილეობას, მათ შორის:

i. მონაწილეობას ქვეყნის სახელმწიფო და პოლიტიკურ ცხოვრებასთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ასოციაციების საქმიანობაში, პოლიტიკური პარტიების საქმიანობასა და ხელმძღვანელობაში.

ii. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციების ჩამოყალიბებასა და მათში გაწევრიანებას, რათა წარმოადგინონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები საერთაშორისო, ეროვნულ, რეგიონალურ და ადგილობრივ დონეებზ