1. მონაწილე სახელმწიფოები, მათი მმართველობის სისტემის შესაბამისად, სახელმწიფო ადმინისტრაციის შიგნით ასახელებენ ერთი ან რამოდენიმე საკონტაქტო უწყებას, რომელიც კურირებას გაუწევს წინამდებარე კონვენციის განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებს; სათანადო დონეზე შეისწავლიან ხელისუფლებაში სხვადასხვა სექტორებსა და დონეზე შესაბამისი აქტივობის ხელისშემწყობი მაკოორდინირებელი მექანიზმის შექმნისა და დასახელების შესაძლებლობას.

2. მონაწილე სახელმწიფოები, მათი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი სისტემის შესაბამისად, ქვეყნის შიგნით ინარჩუნებენ, აძლიერებენ, ასახელებენ ან აყალიბებენ წინამდებარე კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და განხორციელების მონიტორინგისათვის აუციელებელ სტრუქტურას, რომელიც საჭიროების მიხედვით მოიცავს ერთ, ან რამოდენიმე დამოუკიდებელ მექანიზმს. ასეთი სახის მექანიზმის დასახელებისა ან შექმნის შემთხვევაში, მონაწილე ქვეყნები მხედველობაში იღებენ ადამიანის უფლებების დაცვისა და პოპულარიზაციის ეროვნული ინსტიტუტების სტატუსსა და ფუნქციონირების პრინციპებს.

3. სამოქალაქო საზოგადოება, კერძოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მათი წარმომადგენელი ორგანიზაციები, სრულად უნდა ჩაერთონ და მონაწილეობა მიიღონ მონიტორინგის პროცესშ