1. მონაწილე სახელმწიფოები, ქვეყენაში წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლიდან ორი წლის ვადაში,   გაეროს გენერალური მდივნის მეშვეობით, კომიტეტს წარუდგენენ  ყოვლისმომცველ ანგარიშს მათ მიერ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებების განხორციელებისათვის მიღებული ზომებისა და ამ კუთხით მიღწეული წარმატებების შესახებ.

2. შემდგომ ანგარიშებს მონაწილე სახელმწიფოები წარადგენენ სულ მცირე ოთხ წელწადში ერთხელ მაინც, ხოლო კომიტეტის მოთხოვნის შემთხვევაში, ნებისმიერ დროს.

3. კომიტეტი განსაზღვრავს ანგარიშების მომზადების სახელმძღვანელო პრინციპებს.

4. მონაწილე სახელმწიფოს, რომელმაც კომიტეტს წარუდგინა ყოვლისმომცველი პირველადი ანგარიში, შეუძლია აღარ გაიმეოროს ადრე მიწოდებული ინფორმაცია შემდგომ ანგარიშებში. კომიტეტისათვის ანგარიშების მომზადებისას, მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ კომიტეტისათვის წარსადგენი ანგარიშების მზადების პროცესი იყოს ღია, გამჭვირვალე პროცესი და სათანადოდ ითვალისწინებდეს წინამდებარე კონვენციის 4.3 მუხლში ფორმულირებულ დებულებებს.

5. ანგარიშებში შესაძლოა მითითებული იყოს ის ფაქტორები და სირთულეები, რომლებიც გავლენას ახდენენ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებაზ