1. მონაწილე სახელმწიფოები რეგულარულად იკრიბებიან მონაწილე სახელმწიფოების კონფერენციაზე, წინამდებარე კონვენციის განხორციელების საკითხების განსახილველად.
2. წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლიდან არა უგვიანეს ექვსი თვისა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი მოიწვევს მონაწილე სახელმწიფოების კონფერენციას. შემდეგი შეხვედრები მოიწვევა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის მიერ ორ წელიწადში ერთხელ, ან მონაწილე სახელმწიფოების კონფერენციის გადაწყვეტილები