1. “რეგიონალური ინტეგრაციის ორგანიზაციები” გულისხმობს გარკვეული რეგიონის სუვერენული სახელმწიფოების მიერ შექნილ ორგანიზაციას, რომელსაც წევრმა სახელწიფოებმა გადასცეს უფლებამოსილება წინამდებარე კონვენციით რეგულირებად საკითხებთან მიმართებაში. ასეთმა ორგანიზაციებმა, კონვენციის დამტკიცებისა ან შეერთებას შესახებ ოფიციალურ დოკუმენტაციაში უნდა მიუთითონ საკუთარი უფლებამოსილების მოცულობა წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებულ საკითხებთან მიმართებაში.
2. წინამდებარე კონვენციაში გამოყენებული “მონაწილე სახელმწიფოები”, აღნიშნულ ორგანიზაციებს ეხება მათი უფლებამოსილების ფარგლებში.
3. 45-ე მუხლის 1-ლი პუნქტისა და 47-ე მუხლის მე- 2 და მე-3 პენქტების გამოყენებისას, არ ჩაითვლება რეგიონალური ინტეგრაციის ორგანიზაციის მიერ დეპონირებული არცერთი სიგელი.
4. რეგიონალური ინტეგრაციის ორგანიზაციებს, მათი უფლებამოსილების ფარგლებში, შეუძლიათ ისარგებლონ მონაწილე სახელმწიფოების კონფერენციაში ხმის მიცემის უფლებით. ორგანიზაციას აქვს იმდენი ხმა, რამდენი კონვენციის მონაწილე სახელმწიფოცაა მასში გაერთიანებული. ორგანიზაციას არ შეუძლია ხმის გამოყენება, თუ ამას აკეთებს მისი ერთ-ერთი წევრი სახელმწიფო და პირიქი