1. ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონულ ორგანიზაციას, შექმნილს სუვერენულ სახელმწიფოთა მიერ, რომლებმაც ამ ორგანიზაციას გადასცეს თავიანთი კომპეტენცია  გარკვეულ საკითხებზე, რომლებიც რეგულირდება წინამდებარე ოქმით, შეუძლია წინამდებარე ოქმის ხელმოწერა, რატიფიცირება, მიღება, დამტკიცება ან მასთან შეერთება.  ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონული ორგანიზაცია, რომელიც წარმოადგენს წინამდებარე ოქმის მხარეს, იძენს მხარე-სახელმწიფოს უფლებებსა და მოვალეობებს იმ მოცულობით, რა მოცულობის კომპეტენციაც  გააჩნია წინამდებარე ოქმით რეგულირებულ საკითხებთან მიმართებაში.

2. თუ ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონული ორგანიზაცია ახორციელებს ხმის მიცემის უფლებას იმ საკითხებზე, რომლებიც შედის მისი კომპეტენციის სფეროში, მას ექნება იმდენივე ხმა რამდენი წევრი სახელმწიფოცაა მის რიგებში, რომლებიც წარმოადგენენ წინამდებარე ოქმის მხარეებს და რომლებსაც გადაცემული აქვთ თავიანთი კომპეტენცია მოცემულ საკითხთან დაკავშირებით. ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონული ორგანიზაცია არ განახორციელებს თავისი ხმის უფლებას, თუ თავიანთი ხმის უფლებას ახორციელებენ წევრი-სახელმწიფოები და პირიქით.

3. თუ მხარე-სახელმწიფოთა რაოდენობა რელევანტურია წინამდებარე ოქმის მიზნებისთვის, წინამდებარე ოქმის მე-20 და 23-ე, და არა მხოლოდ, მუხლების ჩათვლით, ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონული ორგანიზაცია არ განიხილება მხარე-სახელმწიფოდ, თავის წევრ სახელმწიფოებთან ერთად, რომლებიც წარმოადგენენ მხარე სახელმწიფოებს.

4. ხელმოწერის, რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების დროს,   ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონულ ორგანიზაციას შეუძლია გენერალურ მდივანს მიმართოს განცხადებით, სადაც მიუთითებს წინამდებარე ოქმით  გათვალისწინებული იმ საკითხების შესახებ, რომლებთან დაკავშირებითაც ორგანიზაციის წევრმა სახელმწიფოებმა, რომლებიც წარმოადგენენ წინამდებარე ოქმის ხელმომწერებს ან მხარეებს, თავიანთი კომპეტენცია გადასცეს ორგანიზაციას, ასევე კომპეტენციის სფეროში  ნებისმიერი სხვა შესაბამისი შეზღუდვის შესახებ. ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონული ორგანიზაცია დაუყოვნებლივ აცნობებს გენერალურ მდივანს თავისი კომპეტენციის სფეროში მომხდარი ცვლილებების, მათ შორის ახალ კომპეტენციათა გადაცემის შესახებ, როგორც ეს მითითებულია წინამდებარე პუნქტის შესაბამისად წარდგენილ განცხადებაში. ნებისმიერ ასეთ განცხადებას გენერალური მდივანი გაავრცელებს წინამდებარე ოქმის 24-ე მუხლის შესაბამისად.

5. მხარე-სახელმწიფოები, რომლებიც წარმოადგენენ ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონული ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებს, რომელიც წინამდებარე ოქმის მხარეა, ჩაითვლებიან შესაბამისი კომპეტენციის მქონედ ყველა იმ საკითხთან მიმართებაში, რომლებიც რეგულირდება წინამდებარე ოქმით, და რომლებთან დაკავშირებითაც კომპეტენციის გადაცემის შესახებ სპეციალურად არ იყო განცხადებული ან მითითებული მე-4 პუნქტის შესაბამისა