1. 22-ე მუხლის დებულებათა შეუზღუდავად, წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული სპეციალური პროცედურა გამოიყენება მხოლოდ წინამდებარე ოქმის შესაბამისად გადასინჯული კონვენციის მე-3 მუხლის 1-ლ პუნქტში, მე-4bis მუხლის 1-ლ პუნქტში, მე-7 მუხლის 1-ლ პუნქტში და მე-8 მუხლში მითითებული პასუხისმგებლობის ზღვარის შეცვლის მიზნით.
2. წინამდებარე ოქმის მხარე-სახელმწიფოთა არა ნაკლებ ნახევარი, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში არა ნაკლებ ექვსი მხარე-სახელმწიფოს მოთხოვნით, ნებისმიერი წინადადება მე-3 მუხლის 1-ლ პუნქტში, მე-4bis მუხლის 1-ლ პუნქტში, მე-7 მუხლის 1-ლ პუნქტში და მე-8 მუხლში მითითებული პასუხისმგებლობის ზღვარის, ფრანშიზის ჩათვლით, შეცვლის შესახებ, გენერალური მდივნის მიერ გავრცელდება ორგანიზაციის ყველა წევრსა და ყველა მხარე-სახელმწიფოს შორის.
3. ზემოთ მითითებული პუნქტის შესაბამისად შეთავაზებული და გავრცელებული ნებისმიერი შესწორება განსახილველად წარედგინება ორგანიზაციის იურიდიულ კომიტეტს (შემდგომში „იურიდიულ კომიტეტი“) შესწორების გავრცელების დღიდან არა ნაკლებ ექვსი თვის შემდეგ.
4. კონვენციის ყველა მხარე-სახელმწიფო, რომელიც გადასინჯულ იქნა წინამდებარე ოქმის საფუძველზე, იმისდა მიუხედავად, წარმოადგენენ თუ არა ისინი ორგანიზაციის წევრებს, უფლებამოსილი იქნება მონაწილეობა მიიღოს იურიდიული კომიტეტის მუშაობაში შესწორებების განხილვისა და დამტკიცების მიზნით.
5. შესწორებები დამტკიცდება წინამდებარე ოქმის საფუძველზე გადასინჯული კონვენციის მხარე-სახელმწიფოთა ორი-მესამედის უმრავლესობით, რომლებიც ესწრებიან და მონაწილეობას იღებენ იურიდიულ კომიტეტში გამართულ კენჭისყრაში გაფართოებული შემადგენლობით, როგორც ეს გათვალისწინებულია მე-4 პუნქტით, იმ პირობით თუ კენჭისყრას ესწრება წინამდებარე ოქმის საფუძველზე გადასინჯული კონვენციის მხარე-სახელმწიფოთა არანაკლებ ნახევარი.
6. პასუხისმგებლობის ზღვარის შეცვლის შესახებ წინადადების განხილვისას, იურდიული კომიტეტი მხედველობაში მიიღებს მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებულ ინფორმაციას და კერძოდ, მათგან გამოწვეული ზარალის მოცულობას, სავალუტო კურსის ცვალებადობას და იმას, თუ რა ზემოქმედებას იქონიებს სადაზღვევო ღირებულებაზე შეთავაზებული შესწორება.
7. (a) პასუხისმგებლობის ზღვართან დაკავშირებით წინამდებარე მუხლის შესაბამისად წარდგენილი არც ერთი შესწორება არ განიხილება წინამდებარე ოქმის ხელმოსაწერად გახსნის დღიდან არა უადრეს ხუთი წლისა და არც წინამდებარე მუხლის შესაბამისად წინა შესწორების ძალაში შესვლიდან არა უადრეს ხუთი წლისა.
(b) პასუხისმგებლობის ზღვარი არ შეიძლება გაიზარდოს იმდენად, რომ ის აღემატებოდეს თანხას, რომელიც წინამდებარე ოქმის საფუძველზე გადასინჯული კონვენციით დადგენილ ზღვარს შეესაბამება, ყოველწლიურად ექვს პროცენტიანი ზრდის გათვალისწინებით, რომელიც დაირიცხება რთული პროცენტის სახით წინამდებარე ოქმის ხელმოსაწერად გახსნის დღიდან.
(c) პასუხისმგებლობის ზღვარი არ შიძლება გაიზარდოს იმდენად, რომ ის აღემატებოდეს თანხას, რომელიც შეესაბამება წინამდებარე ოქმის საფუძველზე გადასინჯული კონვენციით დადგენილ ზღვარს, გაზრდილს სამჯერ.
8. ორგანიზაცია ყველა მხარე-სახელმწიფოს აცნობებს მე-5 პუნქტის შესაბამისად დამტკიცებული ნებისმიერი შესწორების შესახებ. შესწორება ჩაითვლება მიღებულად შეტყობინების თარიღიდან თვრამეტთვიანი პერიოდის გასვლის შემდეგ, თუ ამ პერიოდის განმავლობაში იმ სახელმწიფოების არა ნაკლებ ერთი მეოთხედი, რომლებიც შესწორების მიღებისას წარმოადგენდნენ მხარე-სახელმწიფოებს, არ აცნობებენ გენერალურ-მდივანს იმის შესახებ, რომ ისინი არ იღებენ შესწორებას; ამ შემთხვევაში შესწორება არ მიიღება და არ იძენს ძალას.
9. შესწორება, რომელიც ითვლება მიღებულად მე-8 პუნქტის შესაბამისად, ძალაში შევა მისი მიღებიდან თვრამეტი თვის შემდეგ.
10. შესწორებას სავალდებულო ძალა ექნება ყველა მხარე-სახელმწიფოსთვის, თუ ისინი არ მოახდენენ წინამდებარე ოქმის დენონსაციას 21-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების შესაბამისად შესწორების ძალაში შესვლამდე არა ნაკლებ ექვსი თვით ადრე. ასეთი დენონსაცია ძალაში შევა შესწორების ძალაში შესვლისთანავე.
11. თუ შესწორება დამტკიცებულია, მაგრამ ჯერ კიდევ არ ამოწურულა მის მისაღებად საჭირო თვრამეტთვიანი პერიოდი, ის, ძალაში შესვლის შემთხვევაში, სავალდებულო იქნება იმ სახელმწიფოსთვის, რომელიც გახდა მხარე-სახელმწიფო ამ პერიოდის განმავლობაში. იმ სახელმწიფოსთვის, რომელიც გახდა მხარე-სახელმწიფო ამ პერიოდის ამოწურვის შემდეგ, შესწორებას, რომელიც მიღებულ იქნა მე-8 პუნქტის შესაბამისად, ექნება სავალდებულო ძალა. წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შესწორებას სავალდებულო ძალა ექნება სახელმწიფოსთვის ამ შესწორების ძალაში შესვლის მომენტიდან, ან იმ მომენტიდან, როდესაც ამ სახელმწიფოსთვის ძალაში შევა წინამდებარე ოქმი, რომელი თარიღიც უფრო გვიანდელი