წინამდებარე ოქმი შესრულებულია  ერთ დედნად არაბულ, ჩინურ, ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ და ესპანურ ენებზე, ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია.

შესრულებულია ლონდონში, 2002 წლის პირველ ნოემბერს.

რის დასტურადაც, ქვემორე ხელმომწერებმა, თავიანთ შესაბამის მთავრობათა მიერ სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა ხელი მოაწერეს წინამდებარე ოქმს.

დანართი

მგზავრების გარდაცვალებაზე ან ფიზიკურ ზიანზე პასუხისმგებლობის დაზღვევის ან სხვა სახის ფინანსური უზრუნველყოფის სერტიფიკატი

გაცემული „ზღვით მგზავრების გადაყვანისა და მათი ბარგის გადაზიდვის შესახებ“ 2002 წლის ათენის კონვენციის მე-4bis მუხლის დებულებათა შესაბამისად

გემის დასახელება

ციფრების ან ასოებისგან შემდგარი განმასხვავებელი ნიშანი

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) საიდენტიფიკაციო ნომერი

რეგისტრაციის ნავსადგური

იმ გადამყვან-გადამზიდველის ძირითადი საწარმოს დასახელება და მისამართი, რომელიც ფაქტობრივად ახორციელებს გადაყვანა-გადაზიდვას

სერტიფიკატი გაიცემა იმის დასტურად, რომ ზემოაღნიშნულ გემთან მიმართებაში მოქმედებს სადაზღვევო პოლისი ან ნებისმიერი სხვა ფინანსური უზრუნველყოფა, რომელიც აკმაყოფილებს „ზღვით მგზავრების გადაყვანისა და მათი ბარგის გადაზიდვის შესახებ“ 2002 წლის ათენის კონვენციის მე-4bis მუხლის მოთხოვნებს.

უზრუნველყოფის ტიპი ..................................

უზრუნველყოფის ხანგრძლივობა.....................................

დამზღვევ(ებ)ის და/ან გარანტორ(ებ)ის დასახელება და მისამართი .......................

დასახელება ...............................

მისამართი ............................................

ეს სერტიფიკატი ძალაშია ..................................... მდე

გაცემულია ან დამოწმებულია ...................... (სახელმწიფოს სრული დასახელება) მთავრობის მიერ

ან

თუ მხარე-სახელმწიფო სარგებლობს მე-4bis მუხლის მე-3 პუნქტით, გამოყენებული უნდა იქნეს შემდეგი ტექსტი:

წინამდებარე სერტიფიკატი გაიცემა ................ (სახელმწიფოს სრული დასახელება) მთავრობის ზედამხედველობის ქვეშ, ................................... (ინსტიტუტის ან ორგანიზაციის დასახელება) მიერ.

............... (ადგილი)  ....................(თარიღი)

.........................................(დოკუმენტის გამცემი ან დამმოწმებელი მოხელის ხელმოწერა და თანამდებობა)

განმარტებები:

1. სურვილის შემთხვევაში, სახელმწიფოს დასახელებაში შეიძლება მითითებულ იქნეს იმ ქვეყნის კომპეტენტური სახელმწიფო ორგანო, სადაც გაიცა სერტიფიკატი.

2. თუ უზრუნველყოფის მთლიანი თანხის წყარო ერთზე მეტია, მითითებული უნდა იქნეს თითოეული წყარო.

3. თუ უზრუნველყოფა წარდგენილ იქნა რამდენიმე ფორმით, ეს ფორმები  სათითაოდ უნდა  იქნეს მითითებული.

4. გრაფაში „უზრუნველყოფის ხანგრძლივობა“ მითითებული უნდა იქნეს თარიღი, როდესაც ეს უზრუნველყოფა შედის ძალაში.

5. გრაფაში „დამზღვევ(ებ)ის და/ან გარანტორ(ებ)ის მისამართი“ მითითებული უნდა იქნეს დამზღვევ(ებ)ის და/ან გარანტორ(ებ)ის ძირითადი საწარმოს მისამართი. საჭიროების შემთხვევაში, მითითებულ უნდა იქნეს იმ საწარმოს მისამართი, სადაც გაფორმდა სადაზღვევო ან სხვა სახის უზრუნველყოფის  ხელშეკრულება.

ზღვით მგზავრების გადაყვანისა და მათი ბარგის გადაზიდვის შესახებ ათენის 2002 წლის კონვენციის („ზღვით მგზავრების გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის შესახებ“ ათენის 1974 წლის კონვენციისა და კონვენციის 2002 წლის ოქმის კონსოლიდირებული ტექსტი) ტექსტის სერტიფიცირებული ასლი, შესრულებული ლონდონში 1976 წლის 19 ნოემბერს; რომლის ორიგინალი დეპონირებულია საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან.

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალური მდივნისთვის:

ლონდონ