1. წინამდებარე ოქმი ძალაში შევა თორმეტი თვის შემდეგ იმ დღიდან, როდესაც ათმა სახელმწიფომ ან ხელი მოაწერა მას რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების შესახებ დათქმის გარეშე, ან გენერალურ მდივანს შესანახად გადასცა რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების შესახებ დოკუმენტი.
2. ნებისმიერი სახელმწიფოსთვის, რომელიც რატიფიცირებას უკეთებს, იღებს, ამტკიცებს ან უერთდება წინამდებარე ოქმს, მას შემდეგ რაც შესრულდება 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული ძალაში შესვლის პირობები, წინამდებარე ოქმი ძალაში შევა ამ სახელმწიფოს მიერ შესაბამისი დოკუმენტის შესანახად გადაცემიდან სამი თვის შემდეგ, მაგრამ არაუადრეს 1-ლი პუნქტის შესაბამისად წინამდებარე ოქმის ძალაში შესვლის