1. წინამდებარე ოქმი ღიაა ხელმოსაწერად ორგანიზაციის შტაბ-ბინაში, 2003 წლის 1 მაისიდან 2004 წლის 30 აპრილამდე და ამის შემდგომ ღიაა შეერთებისთვის.

2. თავიანთი თანხმობა ოქმის სავალდებულოობასთან დაკავშირებით სახელმწიფოებს შეუძლიათ გამოხატონ შემდეგნაირად:

(a) ხელმოწერით რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების შესახებ დათქმის გარეშე;  ან

(b) ხელმოწერით, რომელიც ექვემდებარება რატიფიკაციას, მიღებას ან დამტკიცებას, და რომელსაც მოჰყვება რატიფიკაცია, მიღება ან დამტკიცება; ან

(c) შეერთებით.

3. რატიფიკაცია, მიღება,  დამტკიცება ან შეერთება ხორციელდება გენერალური მდივნისთვის შესაბამისი დოკუმენტის შესანახად გადაცემის გზით.

4. რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების დოკუმენტი, რომელიც შესანახად იქნა გადაცემული მას შემდეგ, რაც  ყველა მხარე-სახელმწიფოსთან მიმართებაში ძალაში შევიდა წინამდებარე ოქმში შეტანილი შესწორება, ან მას შემდეგ, რაც გატარდა ამ მხარე-სახელმწიფოებთან მიმართებაში შესწორების ძალაში შესასვლელად აუცილებელი ყველა  ზომა, ჩაითვლება წინამდებარე შესწორებულ ოქმთან დაკავშირებულ დოკუმენტად.

5. სახელმწიფო არ იქნება თანახმა, რომ წინამდებარე ოქმს გააჩნდეს სავალდებულო ძალა  მასთან მიმართებაში, გარდა იმ შემთხვევებისა თუ ის ახდენს შემდეგი დოკუმენტების დენონსაციას, თუ ის მათ მხარეს წარმოადგენს:

(a) „ზღვით მგზავრების გადაყვანისა და მათი ბარგის გადაზიდვის შესახებ“ ათენის 1974 წლის 13 დეკემბერის კონვენცია;

(b) „ზღვით მგზავრების გადაყვანისა და ბათი ბარგის გადაზიდვის შესახებ“ ათენის  კონვენციის ოქმი, რომელიც შესრულებულია ლონდონში, 1976 წლის 19 ნოემბერს; და

(c) 1990 წლის ოქმი „ზღვით მგზავრების გადაყვანისა და მათი ბარგის გადაზიდვის შესახებ“ ათენის  კონვენციაში შესწორებების შეტანის შესახებ, რომელიც შესრულებულია ლონდონში, 1990 წლის 29 მარტს,დენონსაცია ძალაში შევა იმ მომენტიდან, როდესაც წინამდებარე ოქმი ამოქმედდება ამ სახელმწიფოსთან მიმართებაში მე-20 მუხლის შესაბამისა