1. წინამდებარე შეთანხმება ხელმოსაწერად ღიაა ყველა სახელმწიფოსათვის 2002 წლის 30 ივნისიდან 2004 წლის 30 ივნისამდე, ნიუ-იორკში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბ-ბინაში.
2. წინამდებარე შეთანხმება ექვემდებარება რატიფიკაციას, მიღებას ან დამტკიცებას ხელმომწერი სახელმწიფოების მიერ. რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების დოკუმენტები დეპონირდება გენერალურ მდივანთან.
3. წინამდებარე შეთანხმება შეერთებისათვის ღიაა ყველა სახელმწიფოსათვის. შეერთების დოკუმენტები დეპონირდება გენერალურ მდივანთა