1. ორ ან რამდენიმე მონაწილე სახელმწიფოს ან სასამართლოს ან მონაწილე სახელმწიფოს შორის წარმოშობილი წინამდებარე შეთანხმების განმარტებასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებული ყველა უთანხმოება მოგვარებულ უნდა იქნეს კონსულტაციების, მოლაპარაკებების ან სხვა შეთანხმებული მოგვარების საშუალების გზით.
2. იმ შემთხვევაში, თუ უთანხმოება არ იქნება მოგვარებული ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, უთანხმოების ერთ-ერთი მხარის წერილობითი თხოვნიდან სამი თვის განმავლობაში, იგი, ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით, ამ მუხლის მე-3-მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად, გადაეცემა საარბიტრაჟო ტრიბუნალს.
3. საარბიტრაჟო ტრიბუნალი შედგება სამი წევრისაგან: თითოს ირჩევს უთანხმოების თითოეული მხარე და მესამე, რომელიც იქნება ტრიბუნალის თავმჯდომარე, აირჩევა ორი დანარჩენი წევრის მიერ. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მხარე ვერ შეძლებს ტრიბუნალის წევრის დანიშვნას მეორე მხარის მიერ წევრის დანიშვნიდან ორი თვის ვადაში, ამ მეორე მხარეს შეუძლია მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტს სთხოვოს ამ დანიშვნის განხორციელება. იმ შემთხვევაში, თუ ეს ორი წევრი ვერ შეთანხმდება ტრიბუნალის თავმჯდომარის დანიშვნაზე მათი დანიშვნიდან ორი თვის განმავლობაში, ერთ-ერთ მხარეს შეუძლია მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტს სთხოვოს თავმჯდომარის არჩევა.
4. თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან, საარბიტრაჟო ტრიბუნალი განსაზღვრავს საკუთარი პროცედურის წესებს და ხარჯები დაფარული იქნება მხარეების მიერ ტრიბუნალის მიერ დადგენილი ოდენობის მიხედვით.
5. საარბიტრაჟო ტრიბუნალი, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით, უთანხმოებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ღებულობს წინამდებარე შეთანხმების დებულებებისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად. საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილება საბოლოოა და სავალდებულოა მოდავე მხარეებისათვის.
6. საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილებები ეცნობება მოდავე მხარეებს, რეგისტრატორს და გენერალურ მდივან