1. წინამდებარე შეთანხმების მე-15-22-ე მუხლებით გათვალისწინებული პრივილეგიები და იმუნიტეტები ენიჭებათ მართლმსაჯულების სათანადოდ განსახორციელებლად და არა პირადი ინტერესებისათვის. ეს პრივილეგიები და იმუნიტეტები შეიძლება მოხსნილ იქნეს სტატუტის 48-ე მუხლის მე-5 პუნქტის და ამ მუხლის დებულებების შესაბამისად და არსებობს ამის გაკეთების ვალდებულება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც ისინი შეაფერხებენ მართლმსაჯულების განხორციელებას და შესაძლებელია მათი მოხსნა იმ მიზნისათვის ზიანის მიუყენებლად, რისთვისაც იქნა ისინი მინიჭებული.

2. პრივილეგიების და იმუნიტეტების მოხსნა შესაძლებელია:

(a) მოსამართლის ან პროკურორის შემთხვევაში მოსამართლეების აბსოლუტური უმრავლესობით;

(b) რეგისტრატორის შემთხვევაში – პრეზიდიუმის მიერ;

(c) პროკურორის მოადგილეების და პროკურორის კანცელარიის პერსონალის შემთხვევაში – პროკურორის მიერ;

(d) რეგისტრატორის მოადგილის და რეგისტრატურის პერსონალის შემთხვევაში – რეგისტრატორის მიერ;

(e) მე-17 მუხლით გათვალისწინებული პერსონალის შემთხვევაში – იმ ორგანოს ხელმძღვანელის მიერ, სადაც დასაქმებულია ეს პერსონალი;

(f) ადვოკატის და ადვოკატის დამხმარე პირების შემთხვევაში – პრეზიდიუმის მიერ;

(g) მოწმეების ან დაზარალებულების შემთხვევაში – პრეზიდიუმის მიერ;

(h) ექსპერტების შემთხვევაში – ექსპერტის დამნიშვნელი სასამართლოს ორგანოს ხელმძღვანელის მიერ;

(i) სხვა პირების შემთხვევაში, რომელთა გამოცხადებაც სასამართლოში აუცილებელია – პრეზიდიუმის მიე