მოცემული შეთანხმებით გათვალისწინებული პრივილეგიები და იმუნიტეტები მინიჭებულია გაეროს ინტერესების გათვალისწინებით და არა დაინტერესებულ პირთა პირადი სარგებლობისათვის. გაეროს გენერალურ მდივანს უფლება აქვს და მოვალეა მე-13, მე-14, მე-15 მუხლების თანახმად, ნებისმიერ პირს მოუხსნას იმუნიტეტი ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც, მისი აზრით, ამგვარი იმუნიტეტი ხელს შეშლის მართლმსაჯულების განხორციელებას და მისი მოხსნა არ გამოიწვევს გაეროსა და UNICEF-ის ინტერესების შელახვა