1. წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ პროგრამებში UNICEF-ის თანამშრომლობა მიმართულია საქართველოს მთავრობისა და ხალხის საკეთილდღეოდ და მთავრობა თავის თავზე იღებს შეთანხმებით გათვალისწინებულ საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა რისკს.
2. ამ შეთანხმებით გათვალისწინებული ქმედებების საფუძველზე წამოჭრილი და მათთან პირდაპირ დაკავშირებული ნებისმიერი პრეტენზია, რომელიც შეიძლება წამოაყენოს მესამე მხარემ UNICEF-ის, UNICEF-ის თანამდებობის პირთა, მისიით მივლინებულ ექსპერტთა და UNICEF-ის სახელით მომსახურე პირთა წინააღმდეგ, დაექვემდებარება წარმომადგენლობის შესახებ შეთანხმების მე-19 მუხლის დებულებებ