1. UNICEF-ი თავისი ოფიციალური კომუნიკაციების განსახორციელებლად, დაფუძნების, საქმიანობის, პრიორიტეტების, ტარიფების, ფოსტის, ფაქსიმილიის, ტელეფონის, ტელეგრაფის და სხვა საკომუნიკაციო საშუალებების, ისევე როგორც რადიოთი და პრესით ინფორმაციის გადაცემის გადასახადების დაწესებისას, სარგებლობს მთავრობის მიერ მინიჭებული არანაკლებ ხელსაყრელი რეჟიმით, ვიდრე ნებისმიერი დიპლომატიური მისია.
2. UNICEF-ის ოფიციალური კორესპონდენცია და სხვა კომუნიკაცია არ ექვემდებარება ცენზურას. ამგვარი იმუნიტეტი ვრცელდება ბეჭდვით, ფოტოგრაფიულ და ელექტრონულ ინფორმაციაზე და მხარეებს შორის შეთანხმებულ კომუნიკაციის სხვა ფორმებზე. UNICEF-ი უფლებამოსილია გამოიყენოს კოდები, გააგზავნოს და მიიღოს კორესპონდენცია კურიერის ან დალუქული ფოსტის საშუალებით, რომელიც მთლიანად ხელშეუხებელია და არ ექვემდებარება ცენზურას.
3. UNICEF-ს უფლება აქვს აწარმოოს რადიო და სხვა სატელეკომუნიკაციო გადაცემები გაეროს რეგისტრირებულ სიხშირეებზე, ისევე როგორც მთავრობის მიერ გამოყოფილ სიხშირეებზე, თავის წარმომადგენლობებს შორის საქართველოს ფარგლებში და მის გარეთ, კერძოდ ნიუ-იორკში UNICEF-ის შტაბ-ბინაში.
4. UNICEF-ს ენიჭება უფლება ოფიციალური საკომუნიკაციო საშუალებების დაარსებისა და მოქმედების დროს ისარგებლოს საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კონვენციის (ნაირობი, 1982) და თანდართული შეღავათების დებულებების თანახმა