1. სასამართლო თითოეული მონაწილე სახელმწიფოს ტერიტორიაზე მის ოფიციალურ კომუნიკაციასთან და კორესპონდენციასთან დაკავშირებით სარგებლობს იმაზე არანაკლები მოპყრობით, რაც ამ მონაწილე სახელმწიფოს მიერ ენიჭება ნებისმიერ საერთაშორისო ორგანიზაციის ან დიპლომატიურ მისიას პრიორიტეტულობასთან, ტარიფებთან და გადასახადებთან დაკავშირებით, რომლებიც გამოიყენება ფოსტასთან და კომუნიკაციის და კორესპონდენციის სხვადასხვა ფორმებთან დაკავშირებით.

2. სასამართლოს ოფიციალურ კომუნიკაციებზე ან კორესპონდენციაზე დაუშვებელია ცენზურის დაწესება.

3. სასამართლოს შეუძლია გამოიყენოს კომუნიკაციის ყველა შესაბამისი საშუალება, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების ჩათვლით, და უფლება აქვს გამოიყენოს კოდები ან შიფრი მისი ოფიციალური კომუნიკაციისათვის ან კორესპონდენციისათვის; სასამართლოს ოფიციალური კომუნიკაციები და კორესპონდენცია ხელშეუხებელია.

4. სასამართლოს უფლება აქვს გააგზავნოს და მიიღოს კორესპონდენცია და სხვა მასალები ან შეტყობინებები კურიერის ან დალუქული ვალიზების საშუალებით, რომლებიც სარგებლობენ იმავე პრივილეგიებით, იმუნიტეტებითა და შეღავათებით, რითაც დიპლომატიური კურიერები და ფოსტა.

5. სასამართლოს უფლება აქვს გამოიყენოს რადიო და სხვა ტელესაკომუნიკაციო აპარატურა მონაწილე სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ ნებისმიერ სიხშირეზე მათი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების შესაბამისად. მონაწილე სახელმწიფოები უნდა შეეცადონ შესაძლებლობის ფარგლებში გამოუყონ ის სიხშირეები, რომლებსაც ის მოითხოვ