1. სტატუტის მონაწილე სახელმწიფოების წარმომადგენლები, რომლებიც ესწრებიან ასამბლეას და მისი დამხმარე ორგანოების შეხვედრებს, სხვა სახელმწიფოების წარმომადგენლები, რომლებიც სტატუტის 112-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შეიძლება ესწრებოდნენ ასამბლეის და მისი დამხმარე ორგანოების შეხვედრებს დამკვირვებლების სახით, ასამბლეის და მისი დამხმარე ორგანოების შეხვედრებზე მიწვეული სახელმწიფოებისა და მთავრობათაშორისი ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ მიერ ოფიციალური ფუნქციების შესრულებისას და შეხვედრის ადგილამდე და იქიდან მოგზაურობის განმავლობაში, სარგებლობენ შემდეგი პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით:
(a) იმუნიტეტით პირადი დაპატიმრებისაგან ან დაკავებისაგან;
(b) იმუნიტეტით ყველა საპროცესო მოქმედებისაგან წარმოთქმულთან ან დაწერილთან და მათი ოფიციალური მოვალეობების შესრულებისას ყველა განხორციელებულ აქტთან დაკავშირებით, ეს იმუნიტეტი აგრძელებს მოქმედებას, მიუხედავად იმისა, შეწყვიტეს თუ არა შესაბამისმა პირებმა მათი როგორც წარმომადგენლების ფუნქციების განხორციელება;
(c) ნებისმიერ ფორმით საბუთებისა და დოკუმენტების ხელშეუხებლობით;
(d) კოდების ან შიფრის გამოყენების, კურიერის ან დალუქული ვალიზების საშუალებით საბუთების და დოკუმენტების ან კორესპონდენციის მიღების და ელექტრონული შეტყობინებების მიღების და გაგზავნის უფლებით
;
(e) თავისუფლდებიან საემიგრაციო შეზღუდვებისაგან, უცხოელთა რეგისტრაციის მოთხოვნებისაგან და სავალდებულო სამხედრო სამსახურისაგან იმ მონაწილე სახელმწიფოში, სადაც ისინი იმყოფებიან ვიზიტით ან რომელსაც გაივლიან მათი ფუნქციების შესრულებისას;
(f) იმავე პრივილეგიებით სავალუტო და გაცვლით შეღავათებთან დაკავშირებით, რომლებიც ენიჭებათ უცხო სახელმწიფოს მთავრობის წარმომადგენლებს დროებით ოფიციალურ მისიებში;
(g) იმავე იმუნიტეტებითა და შეღავათებით მათ პირად ბარგთან დაკავშირებით, რომლითაც სარგებლობენ დიპლომატიური წარმომადგენლები ვენის კონვენციის მიხედვით;
(h) იმავე დაცვითა და რეპატრიაციის პირობებით, რომლებიც მინიჭებული აქვთ დიპლომატიურ წარმომადგენლებს საერთაშორისო კრიზისის დროს ვენის კონვენციის მიხედვით;
(i) იმ სხვა პრივილეგიებით, იმუნიტეტებითა და შეღავათებით, რომლებიც შეუსაბამობაში არ არის ზემოთ ხსენებულთან, რომლითაც სარგებლობენ დიპლომატიური წარმომადგენლები, გარდა იმისა, რომ მათ არ აქვთ უფლება მოითხოვონ იმპორტირებულ საქონელზე საბაჟო მოსაკრებლებისაგან (რომელიც არ წარმოადგენს მათი პირადი ბარგის შემადგენელ ნაწილს) ან აქციზის გადასახადისაგან ან ბრუნვის გადასახადისაგან გათავისუფლება.
2. როდესაც დაბეგვრის რომელიმე ფორმა დამოკიდებულია საცხოვრებელ ადგილზე, პერიოდები, რომელთა განმავლობაში პირველ პუნქტში ნახსენები წარმომადგენლები, რომლებიც ესწრებიან ასამბლეის და მისი დამხმარე ორგანოების შეხვედრებს, იმყოფებიან რომელიმე მონაწილე სახელმწიფოში მათი ფუნქციების განსახორციელებლად, არ მიიჩნევა მათი იქ ცხოვრების პერიოდად.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დებულებები არ გამოიყენება წარმომადგენლებსა და იმ მონაწილე სახელმწიფოების ორგანოებს შორის, რომლის მოქალაქეც არის ის, ან იმ მონაწილე სახელმწიფოს ან მთავრობათაშორის ორგანიზაციას შორის, რომლის წარმომადგენელიც არის ან იყო ი