სასამართლოსა და მხარე სახელმწიფოთა ასამბლეის, მათ შორის, მისი ბიუროსა და დამხმარე ორგანოების ხარჯები, როგორც ეს გათვალისწინებულია მხარე სახელმწიფოთა ასამბლეის მიერ დამტკიცებულ ბიუჯეტში, უზრუნველყოფილი იქნება შემდეგი წყაროებიდან:
მხარე სახელმწიფოების მიერ გადახდილი განსაზღვრული შენატანები;
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ გამოყოფილი ფინანსური სახსრები, რომლებიც ექვემდებარება გენერალური ასამბლეის მიერ დამტკიცებას, განსაკუთრებით უშიშროების საბჭოს მიერ განხორციელებული გადაცემებით (რეფერალებით) გამოწვეულ ხარჯებთან დაკავშირები