მხარე სახელმწიფოებმა უნდა აღასრულონ სასამართლოს მიერ მე-7 ნაწილის შესაბამისად მიღებული ჯარიმების ან ქონების ჩამორთმევის ბრძანებები, კეთილსინდისიერი მესამე მხარეების უფლებების შელახვის გარეშე, და მათი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად.
თუ მხარე სახელმწიფოს არ შეუძლია ქონების ჩამორთმევის ბრძანების აღსრულება, მან უნდა მიიღოს ზომები სასამართლოს ბრძანებით ჩამორთმევას დაქვემდებარებული შემოსავლების, ქონებისა და აქტივების ღირებულების ამოღების მიზნით, კეთილსინდისიერი მესამე მხარეების უფლებების შელახვის გარეშე.
სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად მხარე სახელმწიფოს მიერ მოპოვებული ქონება ან უძრავი ქონების გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი ან, შესაბამის შემთხვევაში, სხვა ქონების გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი უნდა გადაეცეს სასამართლო