თუ მსჯავრდებული პირი გაიქცევა პატიმრობიდან და დატოვებს აღსრულების სახელმწიფოს, ამ სახელმწიფოს შეუძლია, სასამართლოსთან კონსულტაციის შემდეგ, არსებული ორმხრივი ან მრავალმხრივი გარიგებების შესაბამისად, მოითხოვოს პირის გადმოცემა იმ სახელმწიფოდან, სადაც ის იმყოფება, ან შეუძლია მოითხოვოს, რომ სასამართლომ წარადგინოს პირის გადაცემის მოთხოვნა მე-9 ნაწილის შესაბამისად. მას შეუძლია გასცეს მითითება, რომ პირი გადაეცეს იმ სახელმწიფოს, სადაც ის იხდიდა სასჯელს, ან სასამართლოს მიერ შერჩეულ სხვა სახელმწიფოს.
ნაწილი 11. მხარე სახელმწიფოთა ასამბლ