გაქცევა ან გაქცევის მცდელობა რეციდივის შემთხვევაშიც კი არ უნდა ჩაითვალოს დამამძიმებელ გარემოებად, როდესაც ინტერნირებული გაქცევის დროს ჩადენილ სამართალდარღვევებზე სასამართლოს წინაშე აგებს პასუხს.
კონფლიქტის მონაწილე მხარეები უზრუნველყოფენ, რომ კომპეტენტურმა ორგანოებმა გულისხმიერება გამოიჩინონ იმის გადაწყვეტისას, თუ როგორი სასჯელი გამოიტანონ სამართალდამრღვევი ინტერნირებულისათვის, დისციპლინური თუ სასამართლო წესით დაეკისროს სასჯელი, განსაკუთრებით გაქცევასთან დაკავშირებულ დარღვევებთან მიმართებაში, მიუხედავად იმისა იქნება ეს გაქცევა წარმატებული თუ არა.